ზუგდიდის რაიონული სასამართლო
ნატრული აკობია

ნატრული აკობია დაიბადა 1957 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში.
1977 წელს იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.
1982 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1982-1984 წლებში განაწილებით მუშაობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს პენსიებისა და დახმარებების სამმართველოში ინსპექტორად.
1984-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრში იურისკონსულტად.
1986 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა გლდანის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატად.
1991-1994 წლებში მუშაობდა ზუგდიდის იურიდიული კონსულტაციის გამგედ. 1994 წლის მარტის თვიდან ბოლო დრომდე მუშაობდა ზუგდიდის ადვოკატურის ადვოკატად.
გავლილი აქვს პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2006 წლის 20 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №148 ბრძანებულებით დაინიშნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

დავით კეკენაძე

დავით კეკენაძე დაიბადა 1956 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთის რაიონის სოფელ ღელვაში.
1972-1973 წლებში სწავლობდა სოფ. ღელვას საშუალო სკოლაში.
1978-1983 წლებში სწავლობდა უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1983-1989 წლებში მუშაობდა უდმურტეთის პროკურატურის ორგანოებში.
1989-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში.
1993-1994 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს უფროსად.
1994-2001 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ.
1998 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2001-2002 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურორად.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ივნისის №779 განკარგულებით დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 დეკემბრის №651 ბრძანებულებით გათავისუფლდა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებისაგან.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 დეკემბრის №650 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 აპრილის №243 ბრძანებულებით ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 აგვისტოს №487 ბრძანებულებით დაეკისრა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №1/90-2006 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა გალი-გულრიფშის რაიონულ სასამართლოსი სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ირაკლი აბშილავა

ირაკლი აბშილავა ირაკლი აბშილავა დაიბადა 1977 წლის 11 ივლისს, ქ. ცხაკაიაში (სენაკი).
1994 წელს დაამთავრა ქ. სენაკის № 3 საშუალო სკოლა.
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2000 წლის 21 აგვისტოს, კონკურსის წესით, დაინიშნა საქართველოს საგადასახადო თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში, იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2004 წლის 7 ივნისიდან 2004 წლის 10 სექტემბრამდე, საოლქო საგადასახადო ინსპექციების რეორგანიზაციის შემდეგ, გადაყვანილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის გლდანი_ნაძალადევის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში, იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2004 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 14 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარეტამენტის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურში, ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
2006 წლის 14 თებერვლიდან მუშაობდა საქართფველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურში, ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
2006 წლის 14 თებერვლიდან მუშაობდა საქართველოს იუატიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური სამმართველოს მრჩეველად.
ჩაბარებული აქვს საგადასახადო სისტემის მოხელეთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 9 იანვრის №15 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 12 იანვრის №1/22-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ.
 

ავთანდილ ჭანტურია

დაიბადა 1956 წლის 20 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.
1973 წელს დაამთავრა ჩხოროწყუს #1 საშ. სკოლა.
1981 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1982-1984 წლებში მუშაობდა ჩხოროწყუს შს რაიგანყოფილებაში მომკვლევად.
1984-1992 წლებში მუშაობდა ჯერ ხობის შს რაიგანყოფილების გამომძიებლად, ხოლო შემდეგ კი ამავე განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსად და პოლიციის უფროსის მოადგილედ.
1993 წლიდან დანიშნული იყო ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.
1995-2000 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2000 წლიდან არის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2002-2007 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2009 წლის ოქტომბრიდან მივლინებულია და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 

ლელა ცანავა

დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს, ქ. თბილისში.
1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #57 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი.
1992-1993 წლებში მუშაობდა ეკონომიკის სამეცნიურო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევით ცენტრში ლაბორანტად.
1993-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.
1998-1999 წლებში მუშაობდა სს ''ვითა ბანკში'' იურისტად.
1999-2000 წლებში მუშაობდა შპს ''ორთაჭალენერგის'' იურისტად.
2000-2004 წლებში მუშაობდა სსიპ ''ენერგოგენერაციის'' თავმჯდომარის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, ხოლო შემდეგ იურიდიული სამსახურის უფროსად.
2005 წლიდან არის წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2008 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2008-2009 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2009 წლის 10 სექტემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს წალენჯიხის რაიონული სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სასამართლო
.მოსამართლეები
.პერსონალი
.შეკითხვები
მიმდინარე საქმეები
.სისხლის სამართლის საქმეები
.ადმინისტრაციული სამართლის საქმეები
.სამოქალაქო სამართლის საქმეები
გადმოწერა
.სასარჩელო ფორმები
.ქართული ფონტები
გამოკითხვა
  .
მოგწონთ თუ არა ზუგდიდის რაიონული სასამათლოს საიტი.
.
კარგია.
საშუალოდ

.
.
გამოკითხვის შედეგები
.
ვიზიტორები: 1589
აქტიური: 2
დღეს: 33
გუშინ: 59
ჯამში: 1589
დღის რეკორდი: 80
გაიხსნა: 22.02.2008
უზენაესი სასამართლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლო
საქართველოს პარლამენტი
© ზუგდიდის სასამართლო. მის: ზუგდიდი, ლაღიძის ქუჩა №12